Fb
Skip to content

ჩვენი ხედვა

თუ ქალბატონებს კითხავთ, რატომ აცვიათ (ხელოვნური) ტყავის შარვალი, აუცილებლად გიპასუხებენ: იმიტომ რომ ლამაზად გამოიყურება და თან ძალიან კომფორტულია.

ჩნდება კითხვა მამაკაცებთან, თუ რატომ უშვებენ მსგავს შესაძლებლობას ხელიდან?

ჩვენ ამ სფეროში ახალბედები ვართ, თუმცა უკვე სხვადასხვა ზომის, დიზაინის შარვლებს და სამოსს ვქმნით. ტანსაცმლის უმეტესობა უნისექსია. 2023 წლის გაზაფხულზე პირველი კოლექცია შემოგთავაზეთ და შემდეგი წლების განმავლობაში კიდევ გავაგრძელებთ თქვენთვის საინტერესო და განსხვავებული სამოსის შექმნას.

ჩვენი მისია

ჩვენ გვიყვარს ამბების მოყოლა, სწორედ ამიტომ დავიწყოთ ჩვენი ამბით. ეს ყველაფერი 2017 წლის აპრილში, ბერლინში დაიწყო. თუ თქვენ კლუბური ცხოვრება გიყვართ და ამ დროს ბერლინში ხართ, ყოველდღიური გარდერობი ყველა კლუბში ვერ მიგიყვანთ. სწორედ ამიტომ ჩვენ ჩავიცვით ტყავის შარვლები კიტ კეტ კლუბში წასასვლელად, ტყავის შარვლებში გამოწყობილები უხერხულად მივაბიჯებდით მეტროში, მაგრამ ბერლინი ბერლინია და არც არავინ იმჩნევს მსგავს დეტალებს. იმ ღამეს კიტ კეტში შეგვიშვეს. მაგრამ კლუბში შესვლის შემდეგ, ერთ-ერთმა ჩვენგანმა ტყავის შარვალი გაიხადა და ისევ ლურჯი ჯინსი ჩაიცვა, რადგან ეს შარვლები ჯერ კიდევ არ იყო მიღებული.

დრო შეიცვალა. ნაბიჯ-ნაბიჯ. შემდეგ წლებში ჩვენ გავაგრძელეთ ტყავის ტანსაცმლის თხოვება, მაგრამ მალევე დავიწყეთ მათი შეძენაც, არა მხოლოდ კლუბის ფეისკონტროლისთვის, არამედ იმიტომ რომ ჩვენ ის სხვადასხვა გარემოშიც მოგვწონდა და სწორედ აქ დაიბადა იდეა და ტიკი გამოჩნდა სცნაზე.

East meets West
TIKI is the fusion of eastern European elegance
and Berlin’s creative spirit. It appeals to those who seek something truly unique
in the world of fashion. Our pieces are designed as an extension of your
distinctive style. It’s not just clothing. It’s a statement

„დაიბადა ბერლინში - გაიზარდა თბილისში“

ჩვენთვის ტიკი-ს მრავალფეროვანი მნიშვნელობა აქვს. ჩვენი ტანსაცმელი არის კომფორტული. ჩვენი ტანსაცმელი არის თამამი. ჩვენი ტანსაცმელი არის მიმზიდველი. ის თავს უკეთ გვაგრძნობინებს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ის თქვენც უკეთ გაგრძნობინებთ თავს.

მიდიხარ ბარში ჩაიცვი ტიკი

ხვდები მეგობრებს სასეირნოდ ჩაიცვი ტიკი

მიდიხარ სამსახურში ჩაიცვი ტიკი

მიდიხარ კლუბში ჩაიცვი ტიკი

შექმნილია საქართველოში. წარმოებულია საქართველოში. ისიამოვნეთ საქართველოში.

ვალუტა
EUR ევრო
0