ტიკი ხედვა
თუ ქალბატონებს კითხავთ, რატომ აცვიათ (ხელოვნური) ტყავის შარვალი, აუცილებლად გიპასუხებენ: იმიტომ რომ ლამაზად გამოიყურება და თან ძალიან კომფორტულია.
ჩნდება კითხვა მამაკაცებთან, თუ რატომ უშვებენ მსგავს შესაძლებლობას ხელიდან?
ჩვენ ამ სფეროში ახალბედები ვართ, თუმცა უკვე სხვადასხვა ზომის, დიზაინის შარვლებს და სამოსს ვქმნით. ტანსაცმლის უმეტესობა უნისექსია. 2023 წლის გაზაფხულზე პირველი კოლექცია შემოგთავაზეთ და შემდეგი წლების განმავლობაში კიდევ გავაგრძელებთ თქვენთვის საინტერესო და განსხვავებული სამოსის შექმნას.
გვსურს თქვენთან ერთად მივიღოთ დაუვიწყარი გამოცდილება, თქვენ კი კომფორტულად და თავდაჯერებულად გაგრძნობინოთ თავი, ერთი–ორი ლარი ჩვენც გამოვიმუშაოთ.
ტიკი – ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა ლურჯი ჯინსებისთვის.


ტიკი მისია
ჩვენ გვიყვარს ამბების მოყოლა, სწორედ ამიტომ დავიწყოთ ჩვენი ამბით. ეს ყველაფერი 2017 წლის აპრილში, ბერლინში დაიწყო. თუ თქვენ კლუბური ცხოვრება გიყვართ და ამ დროს ბერლინში ხართ,ყოველდღიური გარდერობი ყველა კლუბში ვერ მიგიყვანთ. სწორედ ამიტომ ჩვენ ჩავიცვით ტყავისშარვლები კიტ კეტ კლუბში წასასვლელად, ტყავის შარვლებში გამოწყობილები უხერხულად მივაბიჯებდითმეტროში, მაგრამ ბერლინი ბერლინია და არც არავინ იმჩნევს მსგავს დეტალებს. იმ ღამეს კიტ კეტშიშეგვიშვეს. მაგრამ კლუბში შესვლის შემდეგ, ერთ-ერთმა ჩვენგანმა ტყავის შარვალი გაიხადა და ისევ ლურჯიჯინსი ჩაიცვა, რადგან ეს შარვლები ჯერ კიდევ არ იყო მიღებული.
დრო შეიცვალა. ნაბიჯ-ნაბიჯ. შემდეგ წლებში ჩვენ გავაგრძელეთ ტყავის ტანსაცმლის თხოვება, მაგრამმალევე დავიწყეთ მათი შეძენაც, არა მხოლოდ კლუბის ფეისკონტროლისთვის, არამედ იმიტომ რომ ჩვენ ისსხვადასხვა გარემოშიც მოგვწონდა და სწორედ აქ დაიბადა იდეა და ტიკი გამოჩნდა სცნაზე.
„დაიბადა ბერლინში – გაიზარდა თბილისში“
ჩვენთვის ტიკი-ს მრავალფეროვანი მნიშვნელობა აქვს. ჩვენი ტანსაცმელი არის კომფორტული. ჩვენიტანსაცმელი არის თამამი. ჩვენი ტანსაცმელი არის მიმზიდველი. ის თავს უკეთ გვაგრძნობინებს და რაცყველაზე მნიშვნელოვანია, ის თქვენც უკეთ გაგრძნობინებთ თავს.
მიდიხარ ბარში ჩაიცვი ტიკი
ხვდები მეგობრებს სასეირნოდ ჩაიცვი ტიკი
მიდიხარ სამსახურში ჩაიცვი ტიკი
მიდიხარ კლუბში ჩაიცვი ტიკი
შექმნილია საქართველოში. წარმოებულია საქართველოში. ისიამოვნეთ საქართველოში.